ადვოკატთა ასოციაციის ორი წევრის დაჯილდოვება ამერიკაში

20 ნოემბერი 2015

2015 წლის 21 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჩიკაგოში ამერიკული სამართლის სკოლა, ასევე მისი დამფუძნებლები ქეთევან ჯელაძე და მაია მესხი დაჯილდოვდნენ ჩიკაგო-კენტის ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის მხარდაჭერის უმაღლესი ამერიკული განათლების პოპულარიზაციის და კავკასიის რეგიონში იურიდიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

 

ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლა კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის 2012 წელს დაფუძნდა პრაქტიკოსი იურისტების მაია მესხისა და ქეთევან ჯელაძის მიერ. სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს განვითარებად ქვეყნებში უმაღლესი იურიდიული განათლების პოპულარიზაციას, მათ შორის ინოვაციებზე დაფუძნებული ბიზნეს სამართლის სამაგისტრო სწავლების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამ მიზნით ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა ყოველწლიურად ათავისუფლებს სწავლის საფასურის 75 პროცენტის  გადახდისაგან.

ამერიკული სამართლის სკოლა იურისტებს სთავაზობს ორ ურთიერთდაკავშირებულ პროგრამას - წინასამაგისტრო (Pre-LL.M) პროგრამას საქართველოში და სამაგისტრო (LL.M) პროგრამას ჩიკაგოში, ილინოისის შტატი, აშშ.

 

ჩიკაგო-კენტის ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია პრაქტიკოსი იურისტებისათვის, მოქმედი ადვოკატებსისათვის, სახელმწიფო დაწესებულებებში და კერძო სექტორში მოღვაწე იურისტებისათვის, ნოტარიუსებსა ან არასამთავრობო სექტორში დასაქმებული იურისტებისათვის. ორსემესტრიანი სწავლება საქართველოში მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე და მოიცავს სამართლის ისეთ თანამედროვე მიმართულებებს, როგორიცაა: Legal Writing, Introduction to American Legal System, IP Asset Management, International Business Transactions, US Intellectual Property Law, E-Commerce, Online Contacting, International Criminal Law, US & EU Privacy Law, Business Organizations, Comparative Law & Administrative Law. ორსემესტრიანი სწავლების შემდგომ სამაგისტრო სწავლების სრულდება ჩიკაგოში, ერთ სემესტრში ნაცვლად ერთი აკადემიური წლისა მაგისტრის ხარისხის მინიჭებით “საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სამართალში” (LL.M in U.S., International and Transnational Law).

 

ქართველ იურისტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა პროფესიული საქმიანობისაგან მოუწყვეტლად გაიარონ ორსემესტრინი სწავლება ამერიკული სამართლის სკოლაში თბილისში, ორსემესტრიანი სწავლების დასრულების შემდგომ კი უპირატესი წესით ჩაირიცხონ ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში სამაგისტრო სწავლების ერთ სემესტრში დასასრულებლად ქალაქ ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, აშშ-ში.

 

2012 წლიდან 21-მა კურსდამთავრებულმა უკვე მოიპოვა ჩიგაკო-კენტის სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სამართალში.

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა ამერიკაში ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სამართლის სკოლაა. ის აღიარებულია ლიდერად იურიდიულ განათლებაში თანამედროვე სამართლის დარგების მრავალფეროვნების, სწავლების მეთოდების ინოვაციურობისა და სამეცნიერო მიღწევების გამო. საინფორმაციო-სარეიტინგო სააგენტომ US News & World Reports-მა 2015 წელს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას სამართლის ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მიმართულებებში შემდეგი რეიტინგები მიაკუთვნა: - Trial Advocacy მე-4 ადგილი; - Intellectual Property Law მე-7 ადგილი. ჩიკაგო-კენტის კურსდამთავრებულთა დასაქმების კოეფიციენტი ამერიკაში US News & World Reports-ის მიხედვით შეადგენს 66.2 პროცენტს სწავლების დასრულებისთანავე, ხოლო 90.7 პროცენტს დასრულებიდან 9 თვის შემდეგ.

 

ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის ბიზნეს სამართლის მომდევნო სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღება საქართველოში გამოცხადებულია.

 

 School of American Law, Chicago-Kent College of Law

ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის წარმომადგენლობა: პიქსელ ბიზნეს ცენტრი, ჭავჭავაძის 34, მე-4 სართული, თბილისი 0179, საქართველო, ტელ: 2244080, 577 974001, 577 774030, 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი